სპეკულაციები ომის დაწყების თარიღით და გარედან მიღებული დავალებები რუსოფობიის გასაღვივებლად
სპეკულაციები ომის დაწყების თარიღით და გარედან მიღებული დავალებები რუსოფობიის გასაღვივებლად. პარლამენტის ვიცე-სპიკერი წერს აგენტურის კამპანიაზე, როგორ შეცვალეს ომის დაწყების თარიღი და აქცენტს აკეთებს ენჯეოებზე, რომლებიც მისივე თქმით, გარე პატრონების დავალებებს ასრულებენ. ნინო წილოსანის განცხადებით, აგვიტოს ომის თარიღს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ. „ქართულ ოცნებაში“ კონკრეტული ჯგუფების მიერ რუსოფობიის გაღვივებულ კამპანიაზე საუბრობენ რომლის მიზანიც მათივე თქმით, ესკალაციის საფრთხის გაჩენა და ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებაა. საპარლამენტო ოპოზიცია კი იხსენებს 2008 წლის ომის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებებს, როდესაც ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა, ახლა კი რუსოფობიის კამპანიას გამიზნულად აჩაღებენ.
