უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული გზები და ქუჩები თბილისში ინტენსიურად იწმინდება
უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული გზები და ქუჩები თბილისში ინტენსიურად იწმინდება. პროცესში ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკაა ჩართული. საგანგებო რეჟიმში მუშაობს, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური. გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემა დედაქალაქის რამდენიმე უბანში შეიქმნა. ჩამოიშალა მიწის მასაც. გზების გარდა, დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები. ასევე მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორია.
