ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში პრობლემები შეიქმნა
ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში პრობლემები შეიქმნა. დაიტბორა ქუჩები და სარდაფები, ასევე მეტროსადგურები – „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი იყო თამარაშვილის გამზირზე. გაზსადენი მილის დაზიანების გამო კი, ჩიქოვანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. გზები და ქუჩები ამ წუთებშიც იწმინდება.
