გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება
გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, წლის ბოლომდე დასრულდება. საერთო ჯამში ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. შენდება ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, ხუთი ხიდი, ხუთი გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია – 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბი, რომელიც უკვე სრულად გაჭრილია. პროექტის დასრულების შემდეგ - გაუმჯობესდება როგორც კურორტ გუდაურამდე, ისე სტეფანწმინდამდე გადაადგილების უსაფრთხოება. ზამთრის პერიოდში კობის მიმართულებით მოძრაობა აღარ შეიზღუდება ზვავსაშიშროების გამო, ხოლო ხადას ხეობის სოფლების მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ექნება უწყვეტი კავშირი გარე სამყაროსთან. შემცირდება მგზავრობის დრო — ქვეშეთიდან კობამდე. გადაადგილებას დაახლოებით 15 წუთი, თბილისიდან გუდაურამდე კი საათნახევარი დასჭირდება. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით მილიარდ ორასი მილიონი ლარია. სოფელ წკერეში, ცხრა კილომეტრიან გვირაბთან მისასვლელ ხიდზე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომელსაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა უპასუხა
