„ოსკარის“ დაჯილდოება - კონკურსი კინოცენტრში
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქვეყნის სახელით ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ქართულ ფილმს წარადგენს. 2027 წელს ,,ოსკარის“ 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოდან კინოსურათის წარდგენა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოხდება. ნამუშევრის შესარჩევად კონკურსი 4 აგვისტოდან გამოცხადდა, საკონკურსო განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი 21 აგვისტოს ჩათვლით მიიღებს. სპეციალური კომისიის მიერ ფარული კენჭისყრით გამოვლენილი „ოსკარზე“ წარსადგენი კანდიდატი ფილმი მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე დასახელდება
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
