საპლაჟო ფრენბურთში ბათუმმა ტურნირს უმასპინძლა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საპლაჟო ფრენბურთში ბათუმმა ტურნირს უმასპინძლა. ბათუმის ბულვარის ქვიშის მოედანზე „შავი ზღვის ვარსკვლავების“ თასის გათამაშება 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლინდნენ.
