ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში გამოცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. განაცხადის წარდგენის ვადა არის 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. სტაჟირება კი დაიწყება 1-ელი ოქტომბრიდან. სტაჟირების გავლა შეუძლია მას, ვინც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
