დადიანების სასახლე-საერთაშორისო აღიარება
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს „მოგზაურთა საერთაშორისო ჯილდო“ მიენიჭა და საქართველოს საუკეთესო ისტორიულ და კულტურულ მუზეუმად დასახელდა. პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებსა და ბრენდებს აერთიანებს. გასულ წელს ამავე დაჯილდოების გამარჯვებული ხელოვნების სასახლე- კულტურის ისტორიის მუზეუმი გახდა. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს საერთაშორისო ჯილდო 14 ნოემბერს დუბაიში, ოფიციალურ გალა-ცერემონიაზე გადაეცემა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
