შინდისის გმირები
შინდისის ბრძოლა და 17 გმირის ამბავი. მე-18 წელია გორის რაიონის ამ სოფლის სახელი უთანასწორო შეტაკებაში გამოჩენილ სიმამაცეს და თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულად სევდიან და საამაყო ისტორიას უკავშირდება. 2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულმა რუსულ მოტომსროლელ ასეულს რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგი მიაყენა. ბრძოლა, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
