მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა, ამინდის გამო ახლა შეწყდა, პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ. კიდევ ერთხელ მოწმდება ის ტერიტორია, საიდანაც მოწმეთა ჩვენებებით, გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
