სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა და პროგრესი მორიგი კვლევით დასტურდება
სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა და პროგრესი მორიგი კვლევით დასტურდება. ფრიდომ ჰაუსის გლობალური გამოკითხვის შედეგები მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. „არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი ?“. ანგარიშის მიხედვით ევროპაში 2013 წლიდან მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ მოახერხა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება: საქართველომ, იტალიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ და ალბანეთმა. 2026 წლის შეფასებით საქართველო უთანაბრდება ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს : პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას. მოლდოვა და უკრაინა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით ევროპაში რუსეთთან და ბელარუსთან ერთად ბოლო ადგილებზეა.
