საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიხსენა ქართული კულტურის ის წარმომადგენლები, რომლებმაც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში კონცერტების გამართვა გააგრძელეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიხსენა ქართული კულტურის ის წარმომადგენლები, რომლებმაც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში კონცერტების გამართვა გააგრძელეს. მათ შორის იყო ნიკოლოზ რაჭველი. კომპოზიტორი, რომელმაც აგვისტოს ომიდან მალევე სანქტ-პეტერბუგრის ფილარმონიაში ორი კონცერტი ჩაატარა. ასევე, მოსკოვს 2015 და 2017 წლებში ესტუმრა და ნინო ქათამაძესთან ერთად კონცერტი გამართა. ამ ფაქტების გახსენების შემდეგ, ნოკოლოზ რაჭველმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და საკუთარი ქმედების გამართლება, მმართველ პარტიაზე თავდასხმით სცადა.
