მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. სამძებრო ღონისძიება გუშინ დაიწყო და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.
