ევროკავშირის ორმაგი სტანდარტის შესახებ პოლიტიკური შეფასებები კეთდება
ევროკავშირის ორმაგი სტანდარტის შესახებ პოლიტიკური შეფასებები კეთდება. გერმანული გამოცემა წერს რომ ევროპამ რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი გაზარდა. ივნისში ზრდა 14 პროცენტი იყო. გამოცემის მიხედვით, რუსეთის შემოსავალმა გაყიდვებიდან დღეში დაახლოებით 60 მილიონ ევროს მიაღწია. 2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან 136 ტვირთი მიიღეს. საერთო მოცულობამ დაახლოებით 10 მილიონი ტონა შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16 პროცენტით მეტია.
