სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება
სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. გენერალურ პროკურატურაში აფხაზეთის ომის ვეტერანებს იბარებენ. საქმე კი გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხება, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მტრობად უკვე შეფასდა.
