ირაკლი კირცხალიას წერილი
„არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან მანევრების გარეშე დარჩენილი აგენტები და ყურმოჭრილი მონები, რომლებიც გარე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ.„ - ამის შესახებ ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პრემიერ მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელიც რუსოფობიას ეხება. კირცხალია კონკრეტული მაგალითებით იხსენებს, რა პოლიტიკა ჰქონდათ რუსეთთან მიმართებით, როგორც ნაციონალურ მოძრაობას, ისე კულტურის სფეროს სხვა და სხვა წარმომადგენლებს. აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდში და რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.
