დღეს მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი „მთაწმინდის პარკის ფალავნობა“ გაიმართება
დღეს მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი „მთაწმინდის პარკის ფალავნობა“ გაიმართება. ამ წუთებში ადგილზე სპორტსმენთა აწონვისა და რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს, უშუალოდ საშეჯიბრო ორთაბრძოლები კი სტარტს 18:00 საათიდან აიღებს. ტურნირში მონაწილეობა 18 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი. შეჯიბრი 75, 90 და მძიმე-აბსოლუტურ წონით კატეგორიებში გაიმართება.
