„ფორმულას“ დირექტორის მხრიდან კვლავ პასუხგაუცემელია კითხვები, რომელიც მის ორმაგ სტანდარტს შეეხება
„ფორმულას“ დირექტორის მხრიდან კვლავ პასუხგაუცემელია კითხვები, რომელიც მის ორმაგ სტანდარტს შეეხება. მიშა მშვილდაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს. რეესტრით ირკვევა, რომ მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც საბურთალოზე, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა. ცნობილია მათი ვინაობაც: ანტონ პასინკოვი და იანა სლავკინა. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის დოკუმენტებით დგინდება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე ჯერ სწორედ მიშა მშვილდაძეა, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეები. საკითხს მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები
