სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება
სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვეტდნენ. ცოტა ხნის წინ პროკურატურაში მივიდა პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი. საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე რჩებიან, პაატა ზაქარეიშვილი და ანზორ მარგიანი. გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხეს ომის ვეტერანმა დავით ღვინჯილიამ და გია ყარყარაშვილმა
