ამაზრზენი და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მავნებლობა - ასე აფასებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გიორგი ბარამიძის განცხადებებს
ამაზრზენი და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მავნებლობა - ასე აფასებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გიორგი ბარამიძის განცხადებებს და შემდგომ განმარტებებს. კობა კობალაძის თქმით, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე ვეტერანებს.
