ამ დრომდე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს „ფორმულას“ დირექტორი, რომლის ორმაგი სტანდარტიც რეესტრის ამონაწერით დასტურდება
ამ დრომდე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს „ფორმულას“ დირექტორი, რომლის ორმაგი სტანდარტიც რეესტრის ამონაწერით დასტურდება. ირკვევა, რომ მიშა მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც საბურთალოზე, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს, რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა. ცნობილია მათი ვინაობაც: ანტონ პასინკოვი და იანა სლავკინა. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის დოკუმენტებით დგინდება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე ჯერ სწორედ მიშა მშვილდაძეა, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეები. საკითხს მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.
