„ფორმულას“ დირექტორის ორმაგი სტანდარტი, რომელიც რეესტრის ამონაწერით დასტურდება
„ფორმულას“ დირექტორის ორმაგი სტანდარტი, რომელიც რეესტრის ამონაწერით დასტურდება. ირკვევა, რომ მიშა მშვილდაძემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც საბურთალოზე, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს რუსეთის მოქალაქეებს გადაუფორმა. ცნობილია მათი ვინაობაც: ანტონ პასინკოვი და იანა სლავკინა. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის დოკუმენტებით დგინდება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე ჯერ მიშა მშვილდაძეა, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეები.
