2008 წლის აგვისტოს მოვლენები ტრადიციულად გაიხსენეს გორში
2008 წლის აგვისტოს მოვლენები ტრადიციულად გაიხსენეს გორში. დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ღამით კი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე სკვერში სანთლების აქცია მოეწყო წარწერით - აგვისტო 2008.
