400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს ოკუპანტი რუსეთის აგრესიის შედეგია
400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს ოკუპანტი რუსეთის აგრესიის შედეგია. 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს და საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა. ომიდან 18 წლის შემდეგ რუსეთი ისევ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და ყოველდღიურად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.
