სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა
სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა. პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა კობა კობალაძე
