გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე საავადმყოფოდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე საავადმყოფოდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
