ცხენის ხორცი ხუთ ბაღში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი კომპანიის დირექტორს დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეიტანეს. ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სიუჟეტის ავტორი: გივი კუჭავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
