დიუშენის სინდრომი-შეძინილი მედიკამენტი
მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს. საქართველო ერთ-ერთი პირველია, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს. პარალელურად სახელმწიფო მუშაობს პროგრამის კიდევ უფრო გაფართოებაზე და მეორე პრეპარატის შეძენაზე, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
