დააკავეს ჰიდროციკლით მოძრავი პირი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს
სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე, ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაუყოვნებლივ დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი. მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
