ინფრასტრუქტურული პროექტები რაჭაში
რაჭის მნიშვნელობა რეგიონული განვითარების პოლიტიკაში. რეგიონში ერთდროულად რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გაეცნო. ისტორიულ-კულტურული დატვირთვის მქონე შქმერი და მრავალძალი ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება, რაც ტურიზმისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გახსნის. პარალელურად, ონში სტიქიით დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა და დამცავი კედლების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამბროლაურში კი განახლდება ისტორიული კულტურის სახლი და ცენტრალური პარკი.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
