დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობაში“
დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამჯერად თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა არალეგიტიმური იყო. მისი თქმით, სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა, შესაბამისად სხდომა არ იყო უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად. ბოკუჩავას ამ გადაწყვეტილებას თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა უწოდა ანა წითლიძემ. პარალელურად, პოლიტიკური შეფასებების თემაა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
