დღეს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება
დღეს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ადგილზე მოეწყობა: საბავშვო და სპორტული აქტივობები, კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები. 12 საათზე კი, შუამთობის ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. დაჯილდოვდებიან საპატიო ხულოელები.
