საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას იწყებს. გუნდი აგვისტოში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს - 19 აგვისტოს თბილისში დახურულ მატჩში ლიბანს უმასპინძლებს, ხოლო 23 აგვისტოს ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ ეროვნულ გუნდს ოფიციალური შეხვედრები ელის - 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს მიიღებს, 31 აგვისტოს კი პორტუგალიას სტუმრად შეხვდება. ჩვენი ქვეყნის მეტოქეები ასევე ესპანეთის, საბერძნეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
