მმართველ გუნდში ამბობენ რომ ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გახმიანებული მუქარა ოპოზიციის ნამდვილ სახეს და ხალხისადმი დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს
მმართველ გუნდში ამბობენ რომ ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გახმიანებული მუქარა ოპოზიციის ნამდვილ სახეს და ხალხისადმი დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ცნობისთვის, „დროას” ლიდერი , ელენე ხოშტარია, საზოგადოებას სოციალური ზეწოლით და იზოლაციით ემუქრება. პარალელურად, ციხიდან, უცხოელ პარტნიორებს, ხელისუფლების მიმართ, რამდენიმე პუნქტიანი მოთხოვნის სანაცვლოდ - ქუჩაში 300 ათასი ადამიანის გამოყვანას პირდება. დროას მსჯავრდებული ლიდერი ამბობს, რომ ეს საერთო ჯამში კონცენტრირებული ზეწოლა იქნება.
