საქართველომ ბარსელონას აკადემიის ხელბურთის ბანაკს უმასპინძლა
საქართველომ ბარსელონას აკადემიის ხელბურთის ბანაკს უმასპინძლა. კემპი ჩვენს ქვეყანაში ისტორიაში პირველად ჩატარდა, სადაც მონაწილეობა 100-მა სპორტსმენმა მიიღო. ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ. ბანაკის მონაწილე ხელბურთელებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის ფარგლებში მწვრთნელებმა ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული ვარჯიშები ჩაატარეს, ასევე გადაამზადეს ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებიც.
