ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ტურიზმის განვითარებაზე, საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. როგორც აღინიშნა, სტრატეგიის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარებაა.
