ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი
ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. საქმე ეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას. მმართველი გუნდი კი ნაციონალურ მოძრაობას ახსენებს, რომ სააკაშვილი პატიმარია, ის საქართველოს მოქალაქეც არ არის და შესაბამისად, მის პრემიერობაზე ლაპარაკი არასერიოზულია.
