18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე ნაციონალურ მოძრაობას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს
18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე ნაციონალურ მოძრაობას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც მისი შვილი, 26 წლის სამხედრო ოფიცერი გიორგი დარბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის თქმით, წინა ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა, რადგან რეალურ დამნაშავეს, მეორე ავტომობილის მძღოლს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ. საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ გამორიცხა გრიგოლ ვარდოსანიძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი და სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა. გრიგოლ ვარდოსანიძეს 2008 წელს ბრალი დაედო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევაში, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის გარდაცვალება. მას 2009 წელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
