ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური განცხადება თბილისში ფასდება
ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური განცხადება თბილისში ფასდება. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ეს საქართველოს საგარეო უწყების და დიპლომატების გაწეული ძალისხმევის შედეგია. ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის ხელისუფლების მხრიდან გაწეული თავდაუზოგავი შრომის. ცნობისთვის, ნაურუმ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება ოფიციალურად გააუქმა. შესაბამისად, მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.
