„ხადორობა - 2026“ - შეხვედრა მოსახლეობასთან
პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა. მატანსა და დუისში გამართული შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა ისეთ კრიტიკულ საკითხებზე, როგორებიცაა სასმელი წყლის ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო ობიექტები. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, დელეგაციამ სოფელ ხადორში გადაინაცვლა, სადაც ადგილობრივებთან ერთად ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღნიშნა.
სიუჟეტის ავტორი: კახა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
