მმართველი გუნდის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უნდა დაინტერესდნენ
მმართველი გუნდის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უნდა დაინტერესდნენ. საქმე ეხება სასამართლო პროცესზე მის დღევანდელ განცხადებას. ნაციონალური მოძრაობა საჯარო აქტივობისთვის მიხეილ სააკაშვილის ავატარს ქმნის. როგორც სააკაშვილი ამბობს, ეს იქნება მისი დახვეწილი ვერსია. პარალელურად, სააკაშვილი თავს ნელსონ მანდელას ადარებს, არც ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს.
