უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო შესაძლოა, მუშაობდეს საქმეზე, რომელიც ქვეყნის უმაღლეს რადაში მმართველი ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო შესაძლოა, მუშაობდეს საქმეზე, რომელიც ქვეყნის უმაღლეს რადაში მმართველი ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას ეჭვმიტანილად ცნობას ითვალისწინებს. საქმე, სავარაუდოდ, პარლამენტის დეპუტატებს შორის კორუფციას უკავშირდება. არახამიას თანაშემწის ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებად მიღებულია დადგენილება. წყაროების ცნობით, არახამიას საქმე უახლოეს თვეებში იმავე სცენარით განვითარდება, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან მიმართებით მოხდა.
