რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
ქვეყნის მთავარი გამზირი ფუნდამენტური განახლებისთვის ემზადება. რუსთაველზე ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო. სამეტაპიანი რეაბილიტაცია ითვალისწინებს სატრანსპორტო ნაკადების ახლებურ ორგანიზებას, დამატებითი ზოლების გამოყოფასა და გამწვანების პროექტს. პარალელურად, საქალაქო სამსახურები ეხმიანებიან გაჩენილ კითხვებს და აცხადებენ, რომ სავალი ნაწილის შემცირება ან ხეების მოჭრა არ იგეგმება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ მელაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
