შეურაცხმყოფელი ბანერები
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს 5-დღიანი პატიმრობა, ერთს კი 5 000 ლარის ჯარიმა დააკისრა. საქმე ეხება 26 ივლისს საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სულ 10 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, იყენებდნენ შეურაცხმყოფელ ბანერებსა და ფრაზებს, ასევე წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
