„ეროვნული თაობა“ ღირებულებების დასაცავად
ეროვნული ღირებულებების და ტრადიციული ფასეულობების დაცვა - ახალი სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. როგორც თავად განმარტავენ, მთავარი მიზანი იმ კოორდინირებული შეტევის მოგერიებაა, რომელიც, მათივე შეფასებით, ქართული იდენტობის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს. მოძრაობაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქმიანობას მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში გეგმავენ. ორგანიზაციის დამფუძნებლები ასევე ყვებიან მათსა და მათ ოჯახებზე განხორციელებულ წნეხსა და შეურაცხმყოფელ კამპანიაზე, თუმცა ეს მათ გეგმებს არ ცვლის. ახალი პლატფორმის გამოჩენამ პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
