ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან
ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ - ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ბრალი 33 ადამიანს წარედგინა, მათგან 27 დაკავებულია. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები ე.წ ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობდნენ, სისტემატურად მართავდნენ უკანონო „ქურდულ გარჩევებს“ და დაშინებისა თუ კრიმინალური გავლენის გამოყენებით სარგებლის მიღებას ცდილობდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
