შეხვედრა გაგა შურღაიასთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკისა და ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით, ნეაპოლის უნივერსიტეტის - აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის კათედრის დოცენტ გაგა შურღაიასთან შეხვედრა გაიმართა. მისი მეცნიერული საქმიანობა მოიცავს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ვრცელ კვლევას, ასახულს ასზე მეტ პუბლიკაციასა და ოთხ მონოგრაფიაში. 2019 წელს იტალიის კულტურის ძეგლთა, კულტურულ ღონისძიებათა და ტურიზმის სამინისტრომ გაგა შურღაიას წლის ეროვნული პრემია მიანიჭა მხატვრულ თარგმანში.
