გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, ახალი მოძრაობა დაარეგისტრირა
გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, ახალი მოძრაობა დაარეგისტრირა. ორგანიზაციის სახელწოდებაა „ეროვნული თაობა“ და მისი გაცხადებული მიზანია ეროვნული ღირებულებების დაცვა. ორგანიზაციის დაფუძნებაზე განცხადება გუშინ გაკეთდა, რასაც ამ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებზე კონკრეტული ჯგუფების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა.
