პოლიციამ თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა
პოლიციამ თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა. მათ საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა, გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. აქციის მონაწილეების პროტესტი გამოხატვის თავისუფლებით მანიპულირებად და რეალობის საპირისპიროდ წარმოჩენის მცდელობად შეფასდა მმართველ გუნდში.
