გიორგი მიქაუტაძის მორიგი გოლი „ვილიარეალის“ შემადგენლობაში
გიორგი მიქაუტაძის მორიგი გოლი „ვილიარეალის“ შემადგენლობაში. ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ვალენსიის გუნდმა „პეესვე ეინდჰოვენი“ 3-1 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი ძირითადში იყო და 66-ე წუთზე გაიტანა. მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას „ვილიარეალი“ 29 ივლისს „ალ-ულასთან“ ჩაატარებს და თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
